აშშ ბრალს სდებს რადიო თავისუფლების გამოძიების სუბიექტს აქციებით მანიპულაციასა და ყალბი განცხადებების გამო

ამერიკელ ბიზნესმენს, რომლის გაზვიადებული განცხადებები ში სავარაუდო პროექტების შესახებ გამოაშკარავდა რადიო თავისუფლების გამოძიების დროს, -ის ფინანსურმა მარეგულირებელმა ბრალი წაუყენა აქციების მანიპულაციაში.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) განაცხადა, რომ ბენჯამინ ბალაუტმა, Enerkon Solar International-ის გენერალურმა დირექტორმა, “დაწერა, დაამტკიცა და გამოსცა” პრესისთვის გაკეთებული სულ ცოტა, სამი ყალბი განცხადება კომპანიის აქციებზე ფასის გაზრდის მიზნით, რათა მას და მის პარტნიორებს აქციები სარფიანად გაეყიდათ.
ბრალდებები ეყრდნობა იმას, რომ SEC-მა ყალბი უწოდა განცხადებებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სავარაუდო გარიგებების შესახებ 2021 წლის მარტისა და მაისის თვეებს შორის გამოქვეყნებულ პრეს-რელიზებში, უკრაინის პროექტების შესახებ განცხადებებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ.
რადიო თავისუფლებამ გამოააშკარავა ბალაუტის საქმიანობა 2021 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ Enerkon-ს “მიენიჭა” უკრაინაში მზის ენერგიის პროექტისა და ახალი თაობის უკაბელო ტექნოლოგიური ქსელის შექმნის უფლება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა