“ჩვენ ყველანი თამაშის მოსაგებად გავდივართ” – ბუდუ ზივზივაძე

საქართველო – უკრაინის საფეხბურთო მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება – 2024/25 წლის სეზონის ერთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის, მესამე მატჩს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, ჯვაროსნები სთან გამართავენ.
თამაშის დაწყებამდე, ცოტა ხნით ადრე, ბუდუ ზივზივაძე, ჯორჯიან თაიმსთან, ამბობს:
“უკრაინის გუნდი კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, პირველი ორი თამაში წააგეს და ეცდებიან ქულები დააგროვონ. ჩვენ ყველანი თამაშის მოსაგებად გავდივართ, არც ეს შეხვედრა იქნება გამონაკლისი. ვეცდებით, რომ ის ლიდერობა, რაც გვაქვს ჯგუფში, უფრო გავამყაროთ და ამ ორ თამიც მივაღწიოთ წარმატებას”
საქართველო-უკრაინის მატჩი, საქართველოს დროით, 22:45 საათზე დაიწყება.
შეგახსენებეთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ლიდერია. ჯვაროსნებმა 2 თამაშიდან, მაქსიმალური, 6 ქულის მოპოვება შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ