სარფის მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის” საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სალონში არსებულ სათავსოში, ორ შეკვრად დაფასოებული 2,600 კილოგრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 350,723 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სგპ. ,,სარფში” 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 67 ფაქტი იქნა გამოვლენილი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 1 401 119 ლარი შეადგინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს