არჩევნები სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ საარჩევნო პროცესში რაიმე დარღვევა დადასტურდა, მნიშვნელოვანია, რომ რეაგირების გარეშე არ იყოს.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი დარღვევა, თუ ასეთი დადასტურდა, რეაგირების გარეშე არ იყოს. ჩვენ მუდმივად უნდა ვაუმჯობესებდეთ ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს. არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდს ეხება ეს, მაგრამ განსაკუთრებით საარჩევნო პროცესებს. 3 111 უბანი იყო და ფაქტობრივად არ იყო არათუ დარღვევა, სანიმუშოდ, სამაგალითოდ ჩატარდა. არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც სანიმუშოდ, სამაგალითოდ, მაღალ დონზე ჩატარდა, ორგანიზაციული კუთხითაც, მათ შორის ინოვაციების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. აქედან გამომდინარე, არჩევნები ჩატარდა წარმატებით, თუმცა ყველა ის ხარვეზი, რომელიც დაფიქსირდა, რა თქმა უნდა, რეაგირებას საჭიროებს“,- განაცხადა დავითაშვილმა.
