არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ, ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიხედვით, მედია გარემო მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებულია.
გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციური არხები მიზანმიმართულად ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც, ისინი არღვევენ კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორო მედია გარემოს ქმნიან.
„შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს, რის შედეგადაც, “ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და მოგვადგა გამოუსწორებელი ზიანი. ჩვენ ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად