“მრავალფეროვანმა საქართველომ” POSTV-ის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

სამოქალაქო მოძრაობა “მრავალფეროვანმა საქართველომ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ს მიერ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მათ მიერ გაგზავნილი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ს ეკითხება, რატომ მალავს “სომხურ წარმომავლობას”, რისი “დამადასტურებელი ფაქტებიც” აქვთ.

“საერთო-სამოქალაქო მოძრობა “მრავალეროვანმა საქართველომ” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა, ამა წლის 11 ოქტომბერს, POSTV ანალიტიკის Facebook-ის გვერდზე განთავსებული ვიდეო რგოლის თაობაზე, რომელიც POSTV-ის ჟურნალისტის მიერ არის მომზადებული.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რგოლი დისკრიმინაციულია, იმდენად რამდენადაც ეფუძვნება საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტრეოტიპულ (მოცემულ შემთხვევაში არმენოფობიულ) დამოკიდებულებას, რომელსაც არჩევნებში მონაწილე მხარეები, მათ შორის მათთან აფილირებლი მედია საშუალებების მეშვეობით, ხშირად წინასაარჩევნო მანიპულაციისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით მიმართავენ.

კერძოდ, ორგანიზაციის მოსაზრებით, ჟურნალისტი ეთნიკური ნიშნით ახდენს რესპონდენტის დისკრიმინაციას, როდესაც შეკითხვების დასმისას შედეგ ფორმულირებებს იყენებს: „რატომ მალავთ თქვენს წარმომავლობას“, „ვიცით, რომ სომხური წარმომავლობა გაქვთ და გრცხვენიათ ამის აღიარება“, „ფაქტები მაქვს და გაჩვენებთ აუცილებლად“ და ა.შ.

შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.

ორგანიზაციამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას აღნიშნული საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართა”. – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო პროპაგანდამ არჩევნებამდე 15 დღით ადრე არმენოფობიური კამპანია დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ