ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა – პრემიერი

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ს შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს 8 ქვეყანას და მთავრდება საქართველოში.
„ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს 8 ქვეყანას – საფრანგეთს, იტალიას, სლოვენიას, ხორვატიას, სერბეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს და მთავრდება საქართველოში.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს – საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის შემდეგ არის აშენებული, რითაც განსაკუთრებულად შეგვიძლია ვიამაყოთ.
მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი. ამ საგზაო დერეფნის განვითარებისთვის, ვიწყებთ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობასაც, რომელიც კიდევ 3 საკურორტო დასახლებას – გონიოს, კვარიათსა და სარფს აუვლის გვერდს, ასევე დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი, ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაც. საბოლოო ჯამში, თბილისი და ბათუმი ერთმანეთს დაუკავშირდება 4-ზოლიანი მაგისტრალით. უკვე მომავალ წელს, ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ 3 საათი, რაც ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მობილობის გაუმჯობესებისთვის, რეგიონების განვითარებისთვის, აჭარის რეგიონის, ტურიზმის განვითარებისთვის და ა.შ.,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სახელისუფლებო გუნდის დიდი ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„საქართველო გეოპოლიტიკურად მგრძნობიარე რეგიონში გადამწყვეტ როლს ასრულებს „შუა დერეფნისთვის“ და როგორც სტაბილური ქვეყანა, წარმოადგენს საიმედო პარტნიორს და მიმზიდველია ინვესტორებისათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის დიდი ძალისხმევა მიმართულია საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარებაზე, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ.
მხოლოდ წელს, 90 კმ მაგისტრალური გზის გახსნა გვაქვს დაგეგმილი და ბათუმის შემოვლითი გზის გახსნით, ამ გეგმის 82% შესრულებული გვექნება, რადგან 74 კმ მაგისტრალური გზით ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი მ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკსა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB) პროექტის მხარდაჭერისათვის.
„მე მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს, ქალბატონ ლესლის, რომელიც წარმოადგენს ამ ღონისძიებაზე აზიის განვითარების ბანკს და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს (AIIB), რადგან სწორედ, მათი მხარდაჭერით განხორციელდა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მთლიანად გუნდს, სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, ყველა იმ კომპანიას, რომელიც ჩართული იყო სამუშაოების შესრულებაში და დარგის ყველა სპეციალისტს. ასევე მადლობა აჭარის მთავრობის მეთაურს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ცენტრალური ხელისუფლების ყველა წამოწყებას რეგიონში და ზრუნავენ რეგიონის განვითარებაზე და ამას აკეთებენ ძალიან დიდი წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ამ მაგისტრალური გზის გახსნა,“- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ