Sanofi-მ შესაძლოა ურეცეპტო მედიკამენტების განყოფილების 50% საინვესტიციო კომპანია CD&R-ს მიჰყიდოს

ფრანგულმა Sanofi-მ დაიწყო მოლაპარაკებები საინვესტიციო კომპანია Clayton Dubilier & Rice-თან (CD&R) Opella-ს განყოფილების 50%-იანი წილის გაყიდვის თაობაზე, რომელიც აწარმოებს ურეცეპტოდ წამლებსა და საკვებ დანამატებს.
როგორც Sanofi-ის პრესრელიზშია ნათქვამი, Opella ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ჰყავს 11 ათასზე მეტი თანამშრომელი. განყოფილება ფლობს 13 ქარხანას და 4 კვლევების და ინოვაციების ცენტრს.
ერთი დღით ადრე, Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ CD&R-მა აჯობა კონკურენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ Sanofi-ის განყოფილებით და შეაფასეს Opella 15,5 მილიარდ ევროდ.
Sanofi-მ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული და დამატებითი დეტალები Opella-ს წილის პოტენციური გაყიდვის შესახებ გახდება ცნობილი შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
Opella აწარმოებს ურეცეპტოდ გასაყიდ მედიკამენტებს, ვიტამინებსა და მინერალებს და საკვებ დანამატებს. მისი პორტფოლიო მოიცავს 100-ზე მეტ ბრენდს, მათ შორის Allegra, Doliprane, Novanight, Icy Hot და Dulcolax.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამჟამად Opella მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ბიზნესი Sanofi-ში.
interfax

ასევე დაგაინტერესებთ