ტელევიზიების 57-მილიონიანი საბიუჯეტო დავალიანების 73% “ტელეიმედსა” და “რუსთავი 2”-ზე მოდის

BMG-იმ შემოსავლების სამსახურისგან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ტელევიზიების მიერ დაუფარავი საგადასახადო ვალდებულებების მხრივ 2024 წლის მდგომარეობით. უწყების პასუხის თანახმად, მათ შეუძლიათ გასცენ ინფორმაცია იმ ვალდებულებების ძირის შესახებ, რაც ტელევიზიებს სახელმწიფოს წინაშე აქვთ დაგროვილი, თუმცა ინფორმაცია საგადასახადო შეთანხმებების არსებობის თუ მათი პირობების თაობაზე, საიდუმლოებაა. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ტელევიზიების ვალი 57.6 მილიონი ლარია, ამ ვალდებულებების 73% მოდის “რუსთავი 2”-სა და “ტელეიმედზე”.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, ბოლო 4 წელიწადში ტელევიზიების ჯამური ვალი მზარდია, რაც ძირითადად “ტვ პირველისა” და “მთავარის” მიერ საგადასახადო დავალიანების დაგროვებას უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ