გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!

კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული და საიდან მოიტანთ? – ამ შეკითხვით მიმართა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის დრო დამთავრდა.
ს მინდა მივმართო, ბატონო ირაკლი, მოლდოვამ ევროკავშირიდან 2 მილიარდი ევრო მიიღო, კითხვა მინდა დაგისვათ: თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს თანხა მიეღო? მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს. ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღო?- 2 მილიარდი მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, რომ 1 მილიარდიან ფონდზე შეგვიძლია წვდომა გვქონდეს და საქართველოში მოვიტანოთ, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი? კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული და საიდან მოიტანთ? ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა! თქვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ევროკომისიამ მოლდოვასთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მიიღო. დახმარების პაკეტი ქვეყანას ევროკავშირისკენ გზაზე დაეხმარება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა, რის შემდეგაც დახმარების შესახებ დეტალური ინფორმაცია ევროკომისიამ გაავრცელა.
განცხადების თანახმად, ევროკომისიას მოლდოვისთვის 1.8 მილიარდი ევროს ოდენობის “ზრდის გეგმა” მიიღო, რაც ევროკავშირისგან ყველაზე დიდი ფინანსური დახმარების პაკეტია ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში.