გიორგი ვაშაძე – „ბიძინიზმი“ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება

ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მას უნდა ეს ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს გუშინდელი განცხადებები.
გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხდება, რითაც საქართველოში „ბიძინიზმი“ დასრულდება.
„ჩვენ, ხალხი ვამბობთ, რომ მოვიშოროთ ბიძინა, მოვიშოროთ „ქართული ოცნება“ და ევროკავშირისკენ წავიდეთ. მისი გზავნილი იყო ერთადერთი – „ბიძინიზმი“ უნდა, რომ გაამეფოს ამ ქვეყანაში, საქართველოში „ბიძინიზმი“ არასდროს იქნება. საქართველოში ქართველი ერი იბრძოლებს დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ევროკავშირში პერსპექტივისთვის და განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, „ბიძინიზმი“ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის“.