სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ – ცესკოს ახალი დადგენილება

საზღვარგარეთ, 7 ქალაქში, დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება. ამის შესახებ დადგენილება მ დღეს, 11 ოქტომბრის სხდომაზე, ერთხმად მიიღო.
დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნება შემდეგ ქალაქებში: ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი და პარიზი.
ყველა ამ ქალაქში საარჩევნო უბნები ისედაც იყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თითოეულ ამ ქალაქში თოთო უბანი დაემატება.
დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მიზეზი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაცემული განახლებული მონაცემები ამ ქალაქებში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეთა შესახებ. უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ. სწორედ 7 ოქტომბრის შემდეგ განაახლა მონაცემები საგარეომ და გაუგზავნა ცესკოს.
ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეთაგან ხმის მიცემის უფლება შეუძლია 95 834 ამომრჩეველს.
“წარმოდგენილია, აღნიშნული უბნების დაკომპლექტების მიზნით კონკურსისთვის განსაზღვრული ვადები. კონკურსი უნდა გამოცხადდეს დღეს. კონკურსანტებს განაცხადების წარმოსადგენად ექნებათ ორი დღე. ხოლო, ორი დღის შემდგომ, არაუგვიანეს 14 ოქტომბრისა, უნდა გაიმართოს . ასევე, პოლიტიკურ გაერთიანებებსაც, ხვალიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ, რომ დანიშნონ კომისიის წევრები”, – განაცხადა სხდომაზე ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სატურიანმა.
ამ დროის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში 76 საარჩევნო უბანი გაიხსნება.