“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ” – ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ რუსულ “ჩემპიიონატთან” უკრაინისა და საქართველოს ნაკრების დღევანდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო და მათთან პირადი შეხვედრების კარგი ბალანსი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დიდი ნდობა მოიპოვეს.
ალბანელებმა უკრაინელებს მოუგეს, ჩვენს წინააღმდეგ კი კარში არ დაურტყამთ. ახლა სულ სხვა ფეხბურთს ვთამაშობთ, ხვიჩა და მიქაუტაძე დღითიდღე იხვეწებიან და უფრო მეტი შანსი გვაქვს მოვიგოთ.
საბჭოთა კავიშირის დანგრევის შემდეგ, დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინაზე უკეთესი გუნდია”, – თქვა ჩელებაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ