კალაძე საარჩევნო კლიპზე: უფასოდ კი არ გაუკეთებიათ, კაი ხელფასები ჩაიჯიბეს, ალბათ

თბილისის მერი ქართული ოცნების წინასაარჩევნო კლიპის შესახებ დასმულ კითხვას ირონიით პასუხობს და ამბობს, რომ გადამღებმა ჯგუფმა “კაი ხელფასები ჩაიჯიბა”.
ის “სპეკულაციას” უწოდებს JWT METRO-ს თანამშრომლების მიერ სამსახურის პროტესტის ნიშნით დატოვებას და ამტკიცებს, რომ უამრავი “ნიჭიერი, გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა ამ კომპანიაში და გააგრძელებს მუშაობას”.
“ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ კი არავის გაუკეთებია ეს, კაი ხელფასები ჩაიჯიბეს, ალბათ. ეს იყო დაკვეთა, რა ვიცი, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა. ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, საერთოდ, გონზე არ არიან არავინ, არც ერთი, თემაზე რომ დაუსვა კითხვა, დარწმუნებული ვარ, ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემენ. ეს არის მოცემულობა. […]