„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დელეგატი ახალქალაქში სამველ მანუკიანი, ნინოწმინდის სოფლების: სათხეს, ოროჯალარის, დიდი და პატარა არაქალის მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე.
მათივე ცნობით, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრისას შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს.

ასევე დაგაინტერესებთ