საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.
ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია 10-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია.
TTG Rimini 2024-ის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები წამყვან ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების შექმნის, ტურების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
გამოფენაზე საქართველოს საპრომოციო სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღონ კურორტების, აქტივობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.
რიმინის ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმროები, ავია კომპანიები და მიმწოდებლები მონაწილეობენ.
ევროპაში ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას 70 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერს – მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული, ამიტომ, თქვენ უნდა წახვიდეთ!