ჯოზეფ ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა -გერმანიის ურთიერთობების მუდმივ ძლიერებას და განზრახვას, რომ გააგრძელოს მტკიცე თანამშრომლობა გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის ს აგრესიისგან უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე.
ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბაიდენი შოლცს ესაუბრა ქარიშხალ „მილტონის“ მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
„მის გადაწყვეტილებას ამ გარემოებების გათვალისწინებით ვიზიტის გადადების შესახებ, ფედერალური კანცლერი სრული გაგებით შეხვდა“, – აცხადებენ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ