ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას

ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია და თავად შეუძლია შეავსოს მათ ნაცვლად ეს დეკლარაცია, გამჭვირვალე გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
პრემიერის თქმით, იდენტური კანონის მიღების პროცესი იყო დაწყებული ევროკავშირში, თუმცა გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას.
რადგან ვსაუბრობთ ამ კანონზე, ერთი საინტერესო დეტალია. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი, პრინციპები იყო ზუსტად იგივე და გააჩერეს და საინტერესო რა არის – განმარტებითი ბარათი არის გამოქვეყნებული ოფიციალურად, სადაც წერია გაჩერების მიზეზი და იქ წერია ასეთი რაღაც, რომ ჩვენ თუ ამ კანონს მივიღებთ, ამ შემთხვევაში საქართველოსთან აღარ გვექნება მორალური უფლება, რომ მოვთხოვოთ არსებული კანონის გამოხმობაო.
წარმოიდგინეთ რა ხდება საერთოდ ევროკავშირის სტრუქტურებში, როგორია ის გავლენები, რომლებიც საერთოდ რევს ვითარებას ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებში. კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას.
წარმოუდგენელი რაღაცები ხდება, რაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს. ზოგადად, რაც ხდებოდა ამ კანონის გარშემო, ეს იყო საუკუნის აფიორა და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ საუკუნის აფიორაში ჩართული იყვნენ და დღემდე არიან ჩართული, მათ შორის, უცხოელები, მაღალი დონის დიპლომატები, პოლიტიკოსები. ასეთი აფიორები უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ ცდილობს რევოლუციების მოწყობას ამ ქვეყანაში და სწორედ ამას ეძღვნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთის ინტერესებში შედის კორეა და მისი სანუკვარი ოცნება – ტაივანის კუნძულის რეინტეგრაცია საკუთარ წიაღში და ამ ყველაფრის გაკეთება ოფიციალური პეკინის იგნორირებით, სულ რომ ძალიან უნდოდეს დონალდ ტრამპსა და „დიფ სთეითს“, არ გამოუვათ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები