ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე

ოპოზიციის მთავარი ყურადღების საგანი არის ს შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ თავადაც იცის, როგორია კვლევის შედეგები, მათ აქვთ რეალური მონაცემები და მათი პარტიების ოფისებში მუდმივად მიდის საუბარი პროვოკაციებზე, მათ შორის მძიმე პროვოკაციებზე.
„ისინი უფრო მეტად კონცენტრირებული არიან არჩევნების მომდევნო დღეზე და არა არჩევნების დღეზე. ისინი სოფლებში არ გადიან, არ ატარებენ კამპანიას, ქალაქების უბნებში არ გადიან. რეალურად კამპანია არ ჩანს. ერთადერთი, ვინც ახლა ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“. ესეც აჩვენებს იმას, რომ მათი მთავარი ყურადღების საგანი არის არჩევნების შემდეგი დღე და არა არჩევნების დღე, თუმცა აქაც მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის მარტი-აპრილი-მაისის მოვლენებმა დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო არის ძლიერი, სამართალდამცველი სტრუქტურები არის ძლიერი და ნებისმიერ მცდელობას, რომ პარლამენტში შეიჭრან, სხვა ინსტიტუტებში შეიჭრან, რევოლუცია მოაწყონ, დაუპირისპირდება სახელმწიფოს სიმტკიცე. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა მარტი-აპრილი-მაისში და ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი ეს მოვლენები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ბოლომდე გავიტანეთ რევოლუციის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, აქედან გამომდინარე, ვერავითარი რევოლუციის მოწყობის თუ ქვეყნის არევის რესურსი ოპოზიციას ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩემი შვილი, ახალაიას დაკვეთით, დაიბარეს ვითომ თათბირზე ქუთაისში. დახვდა სპეცრაზმი, გაიტაცეს, ჩაიყვანეს ბათუმში, აიყვანეს ნავზე, დახვრიტეს, ბეტონის ფილები გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს. ზღვის ბინადრების ლუკმა გამიხადეს ჩემი შვილი, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად

სოზარ სუბარი დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეებზე: ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა

ბრიტანეთის საელჩოს განცხადებიდან ორ დღეში, რომელშიც ელჩი უორდი ამტკიცებდა, რომ „მომავლის აკადემია” მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, ამავე ორგანიზაციამ მიმართვაში გამოიყენა სიტყვები – „ივანიშვილის რეჟიმი” და „რუსული კანონი”

გია ანსიანი დავით ცინდელიანის გატაცებაზე: სამმა შავებში ჩაცმულმა ახალგაზრდამ პირდაპირ უთხრა შენ გადმოდიო. წაიყვანეს მანქანისკენ, არაფერი უჩვენებიათ. გამოგვყევით ქალაქის მთავარ სამმართველოშიო, ვჯდები მანქანაში და მანქანის გასაღები ამოუცლიათ