– წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს

15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ახალი პროექტის, “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პრეზენტაციისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ახალი პროექტი უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს, რომელიც შემოსავალს გაზრდის არა მარტო ქვეყნის ბიუჯეტში, არამედ საქართველოს თითოეულ ოჯახშიც.
“ დღეს წარმოგიდგენთ “მსოფლიო იუსტიციის სახლის” პროექტს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
პროდუქტს, რომელიც უსწრაფეს ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მოახდენს. გაუმარტივებს ცხოვრებას საქართველოს მოქალაქეებს.
გაზრდის შემოსავლებს თითოეული ოჯახისთვის და ამავდროულად, გაზრდის შემოსავალს საქართველოს ბიუჯეტში. რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.
15 წლის წინ შევქმენით იუსტიციის სახლების პროექტი, რომელმაც მოქალაქეების და სახელმწიფოს ერთმანეთთან დამოკიდებულება სრულად შეცვალა. გაამარტივა ყოველდღიური სერვისები და ბიუროკრატია, ხელმისაწვდომი გახადა ეს ყველაფერი.
იმ დროს იუსტიციის სახლი მთელ მსოფლიოში ინოვაცია იყო და დღემდე ითვლება ფიზიკური სერვისების მიწოდებაში ნომერ პირველად მსოფლიოში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…