კადიროვი: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები ფრონტის ხაზზე, უკრაინაში უნდა გავუშვათ

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კადიროვმა წამოაყენა წინადადება, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევები ფრონტის ხაზზე, ში უნდა გაგზავნონ.

“მომავალში მათთან ხანმოკლე საუბარი გვექნება. არ სცემ კანონს პატივს? ან ციხეში მაქსიმალური სასჯელით წახვალ, ან ხელი მოაწერე სამხედრო კონტრაქტს და გაემგზავრე სპეციალური საბრძოლო ოპერაციის ზონაში. იქ, მტერს უჩვენე შენი სიმამაცე”. – თქვა კადიროვმა.

კადიროვის თქმით, რესპუბლიკაში ახალგაზრდების მცირე ნაწილი არ სწავლობს, არ ცხოვრობს ტრადიციების დაცვით, არ არის დაკავებული სპორტი და მათი დასჯა რესპუბლიკისთვის სასარგებლო იქნება.

შეხვედრაზე ასევე ილაპარაკეს Wildberries ინციდენტზეც. კადიროვის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ამბავს ნაციონალური ელფერი მისცენ.

“განვიხილეთ Wildberries ამბავი. შემთხვევა, რომელიც სამწუხაროდ მსხვერპლით დასრულდა. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამას ნაციონალური ელფერი მისცენ და იძახიან, რომ კონფლიქტი კადიროველებმა დაიწყეს. მივმართავ ყველას, ვინც ამ თემას აზვიადებს. თუ გაქვთ კადიროველებთან პრეტენზიები, მომმართეთ, მთავარი კადიროველი მე ვარ”.

მიმდინარე წლის სექტემბერში ონლაინ მაღაზია Wildberries-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადისლავ ბაკალჩუკი კომპანიის საწყობს დაესხა თავს. შემთხვევა სროლით და რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასრულდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ჩეჩნეთის რესპბულიკის ყოფილი მაღალჩინოსანი ანას ელმურზაევიც იყო. ადგილზე იმყოფებოდა ასევე სპეცრაზმ ახმატის რამდენიმე წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას