ზელენსკი ლონდონში სტარმერს და რუტეს შეხვდა

პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ხუთშაბათს გამართული შეხვედრისას მათ ს “გამარჯვების გეგმა” და ს სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ დასავლური შორი რადიუსის იარაღის გამოყენების უფლება.
სტარმერმაც და ზელენსკიმაც, ორივემ განაცხადა, რომ რუსეთთან ომი კრიტიკულ ფაზაშია, და რომ ს ბრძოლის ველზე ბალანსის შეცვლის მცდელობისთვის დასავლეთის მხარდაჭერის გაგრძელება სჭირდება.
ზელენსკი ამერიკისა და ბრიტანეთისგან შორი რადიუსის იარაღის ს ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენების უფლებას ითხოვს. მარკ რუტეს თქმით, ეს საკითხი შეხვედრისას განხილული იყო.
“ჩვენ ეს დღეს განვიხილეთ, მაგრამ საბოლოოდ, ეს ინდივიდუალური წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია”. – უთხრა რუტემ ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ.
სტარმერის სპიკერის თქმით, კი ს, დიდ ბრიტანეთსა და სხვა პარტნიორებს შორის უკრაინისთვის ზამთრის წინ საჭირო დახმარების თაობაზე დისკუსია გრძელდება.
“ცხადია, ჩვენ გვსურს უკრაინა უძლიერეს პოზიციაში ჩავაყენოთ, მაგრამ ერთი იარაღით ჯერ არც ერთი არ მოგებულა. რაც შეეხება კონკრეტულად “სტორმ შედოუს” ტიპის რაკეტებს, ბრიტანეთის მთავრობის პოზიცია ამ რაკეტების გამოყენების თაობაზე ჯერ არ შეცვლილა”, – თქვა ბრიტანეთის პრემიერის პრეს-სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე „იგლ ჰილსზე“ – ვერ ვხვდები, რა აქვს „ოცნებას“ დასამალი?! წილობრივი მონაწილეობის პროცენტი დაასახელა, ინვესტიციების მოცულობა ვიცით – რადგან ამის გარდა საიდუმლოდ მაინც ტოვებენ, ე.ი. იქ არის პუნქტები, რომლის გასაჯაროებაც არ აწყობთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა