არაგადამდები დაავადებები გარდაცვალების სტატისტიკაში მნიშვნელოვან წილს იკავებს – თამარ გაბუნია

გარდაცვალების სტატისტიკაში არაგადამდები დაავადებები მნიშვნელოვან წილს იკავებს – პრევენცია მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე კიბოსთან დაკავშირებული გარდაცვალება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ არაგადამდებ დაავადებებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ქვეყანაში არაგადამდები დაავადებების ფართო სპექტრი გვაქვს.
„პრევენცია მთავარი მექანიზმია იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე კიბოსთან დაკავშირებული გარდაცვალება, სოციალური და ფინანსური ტვირთი.
გარდაცვალების სტატისტიკაში არაგადამდები დაავადებები მნიშვნელოვან წილს იკავებს. არაგადამდები დაავადებების ფართო სპექტრი გვაქვს, ამიტომ ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთან აქცენტი კეთდება არაგადამდები დაავადებების პრევენციაზე. კარგია, რომ არაგადამდები დაავადებების დიდი ნაწილი თავიდან აცილებადია, პრევენციული ღონისძიებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.
Ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ