კორპუსის მენეჯერის როლი სამეზობლოს ცხოვრებაში – როგორია Citycom-ის გამოცდილება

,,სითიქომი“ 7 წელზე მეტია, მომხმარებლებს სამეზობლოდან კორპუსისთვის საჭირო თანხების შეგროვებაში ეხმარება.
,,კომერსანტის დილასთან“კომპანიის ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა ერთ-ერთ სერვისზე, კორპუსის მენეჯერის ფუნქციებზე ისაუბრა.
,,კორპუსის მენეჯერი არის მცხოვრებლების ხმა და მათი აზრების გამხმოვანებელი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთ კონკრეტულ მობინადრეს ეხება თუ სრულად კორპუსის საკითხებს. მენეჯერი არის კორპუსის წარმომადგენელი, ჩვენთან „სითიქომში“ მომმართველი და საკითხების გადამწყვეტელი. ის იწვევს კრებას, ატარებს არჩევნებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ირჩევს პროვაიდერებს, ვინ შეიძლება გადაიბაროს კორპუსის მოვლა-პატრონობა.
ძირითადად, კორპუსებს უკვე ჰყავთ თავმჯდომარეები და მათი მხრიდან ხდება ამ ყველაფრის დაორგანიზება, თუმცა უშუალოს „სითიქომთან“ მომმართველი არ აქვს მნიშვნელობა თავმჯდომარე იქნება თუ ვინმე ინიციატორი – ჩვენ ვეძახით კორპუსის მენეჯერს.
ჩვენი მხრიდან ამ პირს ჰყავს მინიჭებული ერთ-ერთი ასისტენტი, რომელიც მასთან ერთად გადის ამ პროცესებს და ეხმარება ყველაფრის დაორგანიზებაში. უპირველესად, პრიორიტეტული რუტინული სამუშაოს შესრულებაა, რაც გადარიცხვებს უკავშირდება. მაგალითად, ლიფტიორის მოძიება და შემდეგ მისი ანაზღაურების გადარიცხვა, ელექტროენერგიები, შემდეგ დასუფთავება, თუ სარგებლობს კორპუსი და მერე უკვე დამატებით სხვა საკითხებში არიან ჩართულნი“,- თქვა ნათია ორახელაშვილმა.
„სითიქომის“ ექაუნთ მენეჯერის თქმით, აგროვებული თანხები არა მხოლოდ გადაუდებელ აუცილებლობებს ხმარდება, არამედ მობინადრეებს ნაშთის ქონის შემთხვევაში საშუალება აქვთ საერთო საკუთრება სხვადასხვა მიზნით გამოიყენონ, მაგალითად, გასართობად.
„რამდენიმე დღის წინ თბილისობა იყო და სამეზობლომ კორპუსის მენეჯერთან ერთად გადაწყვიტა ეს დღე ეზოში აღენიშნათ, ზუსტად იმ თანხებით, რაც „სითიქომის“ მიერ მობილიზებული თანხების ნაშთში იყო დარჩენილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამეზობლო და მენეჯერი ერთად წყვეტენ საქმეებს და განაგებენ იმ თანხებს, რაც მათ საკუთრებაშია.
ზოგადად, ვცდილობთ მომხმარებლებს მაქსიმალურად სწრაფად მივაწოდოთ სერვისი. მთავარია, რომ დროულად გვაცნობონ თუ რაიმე პრობლემაა. ზოგადად კომუნიკაცია მეილით ხდება, თუმცა უკვე პირად მენეჯერთან ტელეფონზეც შეუძლიათ დაკავშირება კორპუსის მენეჯერს“,- ამბობს ნათია ორახელაშვილი.
რუბრიკას „როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად” ასევე სტუმრობდა კორპუსის მენეჯერი – რუსუდან მიმინოშვილი. მისი თქმით, სადარბაზოს მენეჯერობა ძალიან სასიამოვნო პროცესია, რომელსაც თავისუფალი დროის გათვალისწინებით მარტივად უმკლავდება.
„ორი წელია, რაც საქართველოში ჩამოვედი. ვნახე, რომ ძალიან მოუწესრიგებელი იყო სადარბაზო და ეს ჩემი პირადი ინიციატივა იყო. „სითიქომი“ ძალიან დაგვეხმარა.
ჩვენს კორპუსში ორი ლიფტი გვაქვს, მეორე ლიფტი საერთოდ აღარ მუშაობდა. ,,სითიქომი“დაგვეხმარა, რათა თანხა აგვეგროვებინა, ახლა კი დიდი ლიფტიც მუშაობს. სადარბაზოც მოვაწესრიგეთ, ეს ყველაფერი კი ჩემი ინიციატივითა და ,,სითიქომის“ დახმარებით ხდება. ძალიან კარგი მეზობლები მყავს, რომლებიც ყველაფერში მეხმარებიან. თანხის აგროვებაში თავისთავად და ყველაფრის მოწესრიგებაში ზოგადად ძალიან დიდი ინიციატივას იჩენენ.
ჩემთვის სამეზობლოს მენეჯერობა ტვირთი საერთოდ არ არის. გამიმართლა, რომ ,,სითიქომშიც“ ძალიან კარგი მენეჯერი მყავს, რამე თუ პრობლემაა, ეგრევე დარეკავენ და ერთვებიან ყველა პროცესში“,- თქვა რუსუდან მიმინოშვილმა.
ქრისტინა კვაჭანტირაძე

ასევე დაგაინტერესებთ