EU-სთან ურთიერთობის მასშტაბები, სიღრმე სასწორზე დგას – ვეიმარის სამკუთხედის ქვეყნები

ე.წ. ვეიმარის სამკუთხედის (გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის) საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
სამივე ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ. ამასთან ისინი გმობენ საქართველოს მთავრობის ქმედებებს.
“ჩვენ ვგმობთ საქართველოს მთავრობის ქმედებებს, რამაც, ფაქტობრივად, შეაჩერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, როგორც ეს განაცხადა 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურებსა თუ ხელისუფლებებს წარმოადგენს.

მას შემდეგ ნეგატიური ტენდენცია მხოლოდ ღრმავდება, რეპრესიების საგანგაშო მუქარით – ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ძალაში შესვლა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმაგტიზაციას ახდენს, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ და რომლებსაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად ასახელებენ, ცოტა ხნის წინ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც LGBT-ადამიანების უფლებებს ზღუდვას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე თავდასხმა.
გარდა ამისა, ჩვენ მზარდი შეშფოთებით აღვნიშნავთ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის ზრდას. ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს მთავრობისგან ევროპულ პოზიციებსა და პოლიტიკის შესახებ ყალბი ნარატივის გავრცელებას.
ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ შეცვალოს მოქმედებების ამჟამინდელი კურსი. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მასშტაბები და სიღრმე სასწორზე დგას.
მოველით, რომ ქართული ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მომავალი საქართველოში იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიცავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, მათ შორის თავისუფალი და უსაფრთხო საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ აიღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას განახორციელოს რეფორმების პრიორიტეტები, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით არის განსაზღვრული. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. ხელგაშლილები გელით.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას და მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.