მამუკა ხაზარაძე – თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიცაა ბორდო, საფრანგეთში

თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში – პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მ თელავში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.
„ყველაფერი იწყება ცნობადობით მთელ მსოფლიოში. ბაზარზე რომ გახვიდე, გჭირდება ცნობადობა, ვიღაცამ უნდა იცოდეს შენი სახელი. საქართველოს ისტორიულად აქვს უზარმაზარი ცნობადობა.
პირველი, ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი რთველი, გვაქვს ქვევრი – მსგავსი არავის არ აქვს მთელ მსოფლიოში. იცის ეს მსოფლიომ? არ იცის. ვიღაცას ჰგონია, რომ იცის, მაგრამ არ იცის იმიტომ, რომ ამას ჩვენ ვერ ვთარგმნით შემოსავალში.
მეორე, ჩვენ გვაქვს უნიკალური ზონები, ახაშენის, ქინძმარაულის, მუკუზანის, რაჭაში ხვანჭკარის, მანავი და ა.შ. ვიყენებთ ამას? – ვერ ვიყენებთ, არეულია ეს ყველაფერი. მეღვინეობა იწყება მევენახეობიდან და იწყება ხარისხიდან, შესაბამისად, ჩვენ მთელი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და ვფიქრობთ, რომ ეს ფასი უნდა მერყეობდეს ორ ლარამდე, თეთრ ღვინოზეა საუბარი, თუ ხარისხი იქნება მიღწეული. ამას ბევრი რაღაც სჭირდება, დროის სიმცირის გამო ამ დეტალებში არ შევალ.
მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, თელავი უნდა გავხადოთ ისეთივე საერთაშორისო ღვინის ცენტრი, როგორიც არის ბორდო, საფრანგეთში. ამისათვის საჭიროა თელავის აეროპორტი ამუშავდეს, როგორც საერთაშორისო აეროპორტი, იგი უნდა გაიხსნას და პირდაპირი რეისები უნდა განხორციელდეს თელავში ღვინის ტურებზე.
ახლა გეტყვით მარტივ მათემატიკას: მსოფლიოში არის 50 მილიონი რეგისტრირებული ღვინის მოყვარული, რომელიც წელიწადში მინიმუმ ხარჯავს 600 დოლარს – 50 მილიონი კაცი წელიწადში ერთხელ მინიმუმ ერთ ღვინის შატოს სტუმრობს მსოფლიოში და ხარჯავს მინიმუმ 600 დოლარს, გაცილებით მეტს ხარჯავს, მაგრამ ძალიან მინიმალურს გეუბნებით. ეს მთლიანობაში არის 30 მილიარდი. პირველ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება, რომ 1% წამოვიღოთ 30 მილიარდიდან თელავში, კახეთში. ეს ნიშნავს, რომ სუბსიდიები ნელ-ნელა უნდა შემცირდეს და ფული ჩაიდოს ქართული ღვინის ხარისხში და სარეალიზაციო და მარკეტინგში ისე, რომ აქ გლეხმა და ფერმერმა მიიღოს კარგი შემოსავალი, რომ გასაღების ბაზარი გავხსნათ, ამავე დროს, ჩვენ პირველ ეტაპზე უნდა დავაფინანსოთ საერთაშორისო ჩარტერები, რომელიც თელავს და კახეთს მთელი წლის განმავლობაში ამუშავებს იმიტომ, რომ ღვინის ტურები და თვითმფრინავის დაქირავება დღეს ჩვეულებრივი ამბავია. შესაბამისად, ამ ერთი ოპერაციით ჩვენ შევქმნით იმას, რომ პირველ წელიწადს კახეთს ჩვენ მოვუტანთ 300 მილიონ დოლარ შემოსავალს. გადაითვალეთ ერთ სულ მოსახლეზე რა გამოდის, დაახლოებით მილიარდი ლარი და ეს იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გსტუმრობს, ის ხდება ღვინის ელჩი იმ ქვეყანაში, სადაც მიდის. ეს არის აბსოლუტურად რეალური და პირველი რითაც უნდა დავიწყოთ, ეს არის თელავის და კახეთის მთელ მსოფლიოში გაპიარება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას