ცოტნე კობერიძე – ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ გიორგი გახარიას, ახლა თურმე ძალით დაანიშნინეს პრემიერად, რატომ ატყუებდით საზოგადოებას?

დღეს, რაც მდინარაძემ ილაპარაკა, აბსურდია – ტაშს უკრავდნენ და აქებდნენ გიორგი გახარიას, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, მ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ასეთი ალოგიკურობის პატიება არ შეიძლება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებები კითხვებს ბადებს.
„დღეს, ბიძინას [ივანიშვილი] რომ აქებდნენ და ტაშს უკრავდნენ, ისე ჰყავდათ გახარია. თურმე, გახარია ძალით დაანიშნინეს პრემიერად. რატომ ატყუებდით საზოგადოებას? როდიდან გაეხსნა გულწრფელობა ბიძინას? აქამდე თუ შეეძლო მოტყუება, ახლა რატომ არ მატყუებს? კითხვის ნიშნები უნდა ვეძებოთ. მოიგონეს მტერი და ამბობენ, ახლა უნდა დავლაგდეთო. ასეთი ალოგიკურობის პატიება არ შეიძლება.
სინამდვილეში, რასაც ახლა ვხედავთ, ერთი კაცის მილიონების გამო ხდება“, – განაცხადა კობერიძემ.
ამასთან, კობერიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი თავის „მესიჯებში“ გარადიკალდა.
„მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზედა ჭერს მიაღწია, რომელსაც ვერ სცდებიან, რადგან ბოლო პერიოდში თავიანთ „მესიჯებში“ გარადიკალდნენ. ბიძინას პარანოია იმდენად დასანახი გახდა თავის შუშებიანად, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს, ძლიერი ლიდერი ასე არ გამოიყურება. თან, ვითომ ხალხთან გინდა, თან ხალხთან მიმართებაში ასეთ შიშს ავლენს. არ მგონია, ვინმეს მოსწონდეს თავისი პირველი, მეორე და მესამე პირი ბიძინას რომ აქებს. ყველას „სფიჩი“ ერთი კაცის ქება დიდებაა.
მგონია, რომ ბიძინას შიდა კვლევები არ მოსწონს. პარანოიის მინუსი არის ის, რომ როდესაც პარანოიაში იმყოფები და რეალობას შეეჯახები, შემდეგ მიუღებლობა გჭირს“ , – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას