უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. რადას პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის ვაშინგტონში ყოფნის მთავარი მიზანი, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის გაძლიერებაა.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია შეხვედრები ამერიკელ პარტნიორებთან და უკრაინაში სამხედრო დახმარების გაფართოებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ დისკუსია.
ასევე, ცალკე განიხილება უკრაინის შემდგომი მაკროფინანსური დახმარება რუსეთის აგრესიის პირობებში, აშშ-ის კონგრესში უკრაინის სასარგებლოდ საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერა და უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელება.