“რასაც გთავაზობენ აიღეთ და მერე ბიძინას გაუკეთეთ ტრიუკი” – მარგველაშვილი ოცნების ამომრჩეველს

“ლეკიანობა ჰქვია მაგას, რაც დღეს არის მოწყობილი საქართველოში, რომ ვერ მოიფიქრეს და ვერ მიხედეს 50%-ს ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც არიან დოვლათის მწარმოებლები და რომელსაც უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ეს დოვლათი განახორციელოს და გაიტანოს და ქართული სახელმწიფოებრივობა გააძლიეროს. ისე გააკეთეს, რომ 50% მოსახლეობისა მოწყვიტეს სოციალურ-პოლიტიკურ პროცესს. ამ ხალხს არ მისცეს შესაძლებლობა, რომ თავინათ ქვეყანას ემსახურონ. ამიტომაც, რასაც ქართული საზოგადოებრიობა ითხოვდა ძალიან დიდხანს, რომ მოვიდეს გამოცდილი ხალხი, ხალხი რომელსაც არ აქვს გასვრილი ხელი კორუფციაში, ბიუჯეტის პარვაში, ხალხი, რომელსაც არ აქვს ხელი გასვრილი ქურდობაში, იმის თქმაში, რომ ახლა ქართველო პოლიცია გადი და დაარბიე ეს ხალხი, ესროლე ამ ხალხს, სისხლში რომ არ აქვს გასვრილი ხელი, ამას ითხოვდა ქართული საზოგადოებრიობა. დიდი ხანი ითხოვდა, იმის მერე, რაც ყელში ამოუვიდა ეს ტყუილი. ხოდამ შეიკრიბა ასეთი ხალხი, ვინც საქმის კეთებაც იცის, მეორე – ადამიანის დაცვაც იცის და სამშობლოს სიყვარულითაც უძგერს გული. ამიტომ, ჩვენ გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ძალიან ძლიერად. და ჩვენ საქართველოს გავხდით იმ სახელმწიფოდ, რომელიც არც ერთხელ არ დაგვაცადეს. სულ რაღაცა თავისკენ მოხარეს. ხალხო, თქვენი იმედი მაქვს, გამოდით და თქვენ გადაარჩინეთ ეს ქვეყანა და აჩვენეთ ამ კაცს, რომ ფეხს ვერ გაიწმენდ ქართველზე, ვერ მიაყენებ შეურაცხყოფას. კიდევ, ქართული ოცნების ამომრჩეველს მინდა ვუთხრა, თქვენ რასაც გთავაზობენ ისიც აიღეთ და მერე ბიძინას გაუკეთეთ ტრიუკი და შემოხაზეთ ნომერი 9 და აიღეთ და ეს კაცი მოაშორეთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას