„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთში პარლამენტარებთან – არჩილ თალაკვაძესთან, ნინო წილოსანთან, მარიამ ლაშხთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან – ლაშა ტალახაძესთან და გენო პეტრიაშვილთან ერთად, გურიის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ოზურგეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტრულ პროექტებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს მნიშვნელობაზე.
„ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან ვისაუბრეთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას!“ , – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის