„ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“ – იამაიკის ტურიზმის მინისტრი

„ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“ – იამაიკის ტურიზმის მინისტრი
თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვას საქართველოს წარმატებად აფასებს ღონისძიების მონაწილე, იამაიკის ტურიზმის მინისტრი ედმუნდ ბარტლეტი.
„აღფრთოვანებული ვარ იამაიკასა და საქართველოს შორის არსებული თანხვედრით. საქართველომ გაგვაოცა 7 მილიონი ვიზიტორის მასპინძლობით. რაზეც ვეჭვიანობ კიდეც, რადგან ჩვენი რიცხვი 4.3 მილიონია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნა, რომლის თემაც ტურიზმი და მშვიდობა იყო. მრავალი თვალსაზრისით, ტურიზმი მშვიდობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა მთელ მსოფლიოში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტურიზმი აკავშირებს ადამიანებს. დღეს საქართველო აკეთებს განაცხადს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ“,-განაცხადა ედმუნდ ბარტლეტმა.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა.
მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს