საფრანგეთში მძღოლები, ელზასის გავლით სატვირთო მანქანებზე შესაძლო გადასახადს აპროტესტებენ

საფრანგეთში მძღოლები, ელზასის გავლით სატვირთო მანქანებზე შესაძლო გადასახადს აპროტესტებენ
საფრანგეთში, სატვირთო მანქანების მძღოლები 2027 წლიდან სატვირთოებზე გადასახადის შესაძლო დაწესებას აპროტესტებენ. ვარაუდობენ, რომ გადასახადის ოდენობა გამოითვლება სქემით 15 ევრო ცენტი კილომეტრზე.
რეგიონულ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამ გზით ისინი შეძლებენ შეამცირონ, ან მინიმუმ დააბალანსონ სატვირთო მანქანების სატრანზიტო ნაკადი ელზასის მთავარ საავტომობილო მაგისტრალზე A35. ამ გზაზე ყოველდღიურად 10000-მდე სატვირთო მანქანა მოძრაობს.
ბევრი მძღოლი ამჯობინებს A35-ს, რათა თავიდან აიცილოს მაღალი გარემოსდაცვითი გადასახადები, რომლებიც უკვე მოქმედებს გერმანულ ავტობანებზე. სატრანზიტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრანგეთში გადასახადის დაწესება საფრთხეს შეუქმნის ზოგიერთი ბიზნესის გადარჩენას.
euronews