“სააგენტოს თანამშრომლები პროექტში არ მონაწილეობდნენ” – სანდრო ჯავახიშვილი METRO-ს ტოვებს

JWT Metro კომპანიის სტრატეგიის ხელმძღვანელმა სანდრო ჯავახიშვილმა დატოვა.
მას შემდეგ, რაც კომპანიის დირექტორმა ნიკა ბოჭორიშვილმა დაპოსტა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდისტული კლიპი მან ფრილანსერებთან ერთად გადაიღო, კომპანიას თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ტოვებენ.

ჯავახიშვილი წერს, რომ ამ პროექტის შესახებ კომპანიაში არაფერი იცოდნენ.

“სამწუხაროა, რომ კომპანიაში სადაც 4 წელი გავატარე, კეთდება პროექტი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ცოდნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას უფრო მარტივად და სწრაფად მივიღებდი. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ სააგენტოს თანამშრომლები ამ პროექტში არ მონაწილეობდნენ, თუმცა ეს კომპანიაზე არაფერ კარგს მაინც არ ამბობს. P.S. ვეძებ სამსახურს”- წერს ჯავახიშვილი.

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროპაგანდისტული კლიპი JWT METRO-ს დირექტორის, ნიკა ბოჭორიშვილის გადაღებულია. ამის შესახებ ბოჭორიშვილი თავად წერს.