“სიმართლე მწარეა… დეპუტატობაა თქვენი მთავარი მიზანი” – კობა ხაბაზი ოპოზიციას

პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი:
ვიცი, რომ სიმართლე მწარეა. იქნებ გაჩუმება სჯობს, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს? ქართული ანდაზაა “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების”, მაგრამ როგორ ავწონოთ თქმა სჯობს თუ არა-თქმა? არა და საფრთხე, რომელსაც ვგრძნობ, ჩვენს სამშობლოს ემუქრება! ხომ უნდა მოხერხება ს გაყალბების წინააღმდეგ მოძრაობის ორგანიზებაში ის გახადო საყრდენი, ვინც ტოტალური გაყალბებით გაპრეზიდენტდა. ხომ უნდა მოხერხება რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ მაკოორდინირებლად ის აქციო, ვისაც პირდაპირ სდებდი ბრალს, რომ პრეზიდენტად პუტინის დავალებითაა დანიშნული. ნუთუ ასე ძნელი იყო რამდენიმე პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომა და ხმის დასაცავად კოორდინირებული მოქმედების დაგეგმვა? ნუთუ ასე ძნელი იყო სხვადასხვა პარტიების რესურსების შეჯერება და საქართველოს დასაცავად მოძრაობის ფორმირება? ცოტა უტრირებულად ვამბობ, მაგრამ წარმოიდგინეთ: დასრულდა არჩევნები, დადგა ტრიბუნასთან ცეესკოს თავმჯდომარე და ურცხვად გამოაცხადა რომ ოცნებამ აიღო 60 პროცენტიო, რას ვაკეთებთ? ცრუ პრეზიდენტ მადამ ზურაბიშვილის იმედზე ვართ? ნუთუ ასე ძნელი იყო პროდასავლური პარტიების ლიდერები დამდგარიყავით ერთად ტრიბუნასთან და საერთო ინიციატივის სახით გამოგეცხადებინათ მოძრაობის დაწყება, რომელშიც პარტიებთან ერთად გაერთიანდებოდნენ არასამთავრობო სექტორი, სტუდენტები და სოციალურად აქტიური ადამიანები? იქნებ ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ დეპუტატობაა თქვენი მთავარი მიზანი და არა საქართველო? არა ერთხელ ვთქვი, რომ არც პარლამენტარობა მაინტერესებს და არც რაიმე თანამდებობა, ამ მოძრაობაში კი სიამოვნებით ჩავერთვებოდი მთელი გულით. სქემაც, სტრუქტურაც, მუშაობის პრინციპებიც მოფიქრებული მქონდა… ვერა ბატონებო, მე ვერ მივიღებ “სალომე გამაერთიანებლის” დროშის ქვეშ მოძრაობაში მონაწილეობას, არ მჯერა, უფრო მეტიც, რუსული სპეცოპერაციის ალტერნატიული ვარიანტი მგონია და რაც არ მჯერა, ის საქმე არასდროს მიკეთებია.