გიგი წერეთელი – მთელ საქართველოში ისევე, როგორც ლაგოდეხში ადამიანებს ძალიან კარგად ესმით სად არის საქართველოს მომავალი

არ არის ისეთი პირობები, რაც სახელმწიფოს მხრიდან სოფელში შრომას და წარმოებას ხელს შეუწყობს, რომ მათ შეძლონ თავისი ოჯახების ღირსეულად რჩენა და მხოლოდ ჩინოვნიკები არ ცხოვრობდნენ კარგად, – ამის შესახებ „ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ იქნება ევროპული კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა, დიდი ეკონომიკური აქტივობა და თითოეული ოჯახისთვის, ეს იქნება საგრძნობი.
„მთელ საქართველოში ისევე, როგორც ლაგოდეხში ადამიანებს ძალიან კარგად ესმით სად არის საქართველოს მომავალი. იციან, რა უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე იმგვარი, რაც საქართველოს ამ მარწუხებისგან გაათავისუფლებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ოპოზიციის და ჩვენი კოალიციის გამარჯვება იქნება ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული განვითარების გარანტია.
იმისათვის, რომ არ დაიცალოს სოფლები და ქალაქები, იყოს მეტი შემოსავალი თითოეული ოჯახისთვის, განვითარების ევროპული პერსპექტივა ახალგაზრდობისთვის, პენსიონერებს ჰქონდეთ მაღალი პენსია, მედიკამენტები, რომელსაც ხალხი ვერ ყიდულობს იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, იყოს დაცული გარემო და ადამიანის უფლებები.
რაც მნიშვნელოვანია და რაც შეხვედრებზე არაერთხელ აღინიშნა – ხალხის შრომა დაფასდეს. ადამიანები ამას ვერ ხედავენ, იმის გამო, რომ ძალიან მაღალი ფასები და ძალიან მცირე შემოსავალია.
არ არის ისეთი პირობები, რაც სოფელში შრომას და წარმოებას ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათ შეძლონ თავისი ოჯახების ღირსეულად რჩენა და მხოლოდ ჩინოვნიკები არ ცხოვრობდნენ კარგად.
სწორედ, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ იქნება ევროპული კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა, დიდი ეკონომიკური აქტივობა და თითოეული ოჯახისთვის ეს იქნება საგრძნობი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი, მთელი ჩვენი საზოგადოება, მხარს დაუჭერს ამ პროცესს, არ დაუშვებს საქართველოს იზოლაციას, თავისუფლების დაკარგვას და ჩვენს კოალიცია „ერთიანობა“- სთან ერთად , პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!

შალვა პაპუაშვილი – მუდმივი ომები თითქოს ჩვენს ბედისწერად იქცა, თუმცა საქმე არა ბედისწერაშია, არამედ იმაში, ვინ მართავს შენს ბედს – 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა არა უბრალოდ დამთხვევა ან ბედის წყალობაა, არამედ შედეგი იმისა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი ბედის მართვა ხელში ავიღეთ