ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააფართოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლისა და გასვლის პროცედურა გაამარტივა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ს ფედერაციაში შესვლის უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით დროებითი ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
მანამდე, საქართველოს ამ კატეგორიის მოქალაქეებს არ ჰქონდათ რუსეთში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლება ვიზის გარეშე.
დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან – 10 ოქტომბრიდან – შედის.
აღნიშნული ცვლილებები შედის განკარგულებაში, რომელიც 2023 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა და ხალხი იმ ლოგიკით რომ მოვქცეულიყავით, რომლითაც მოქმედებდა წინა ხელისუფლება და რომლისკენაც მოგვიწოდებს დღევანდელი ოპოზიცია?

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომი, ქვეყანა საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს – „ქართული ოცნებამ“ ქვეყანას უწყვეტი 12 – წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, მოუტანა

მამუკა მდინარაძე – რაც უფრო მეტი იქნება უსამართლობა, ზეწოლა და მცდელობა, გადაწყვეტილებები მიიღოს ვინმე სხვამ, ქართველი ხალხის ნაცვლად, მით უფრო მკაცრი და მკაფიო იქნება ქართველი ხალხის პასუხი!