რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” – თამარ ტყეშელაშვილი

როცა კერძო პრაქტიკაში ვიყავი, სააკაშვილის ხელისუფლებამ რომ შრომის კოდექსი შეცვალა, მაგალითად, და მონათმფლობელური გახადა (ორგვერდიანი. დასაქმებულს არაფრის უფლება რომ არ გააჩნდა. და იყო ასეთი კიდევ მრავალი სხვა), მე კი
საერთაშორისო კონფერენციებზე მიწევდა გამოსვლა – ვყვებოდი, რა კარგი კოდექსი (და მრავალი სხვა) კანონი გვაქვს თქო. არადა გული მერეოდა შინაგანად (ხალხიც გაფართოებული თვალებით მიყურებდა) და როგორც იურისტი – არცერთს ვეთანხმებოდი.”- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, რომელიც ეხმიანება ევროპარლამენტის მიერ, საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას და იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო დოკუმენტს ეთანხმება.
“მაგრამ ჩემს ქვეყანას ეხებოდა და რა მნიშვნელობა იყო. არც დერეფნებში მივლია (და არც ფული გადამიხდია დაასანქცირეთ ეს და ის (თავად სახ. დეპს უდევს ამის თაობაზე ინფო ვის და რამდენი აქვს ამაში გადახდილი)
რაც არ უნდა რამე არ მოგწონდეს (ვერ ვხსნი – ვის რა არ მოსწონს, მაგრამ ჩვენთან ხომ ზე-დემოკრატიაა და ხომ არ დავაძალებ ვინმეს რამეს
მე “პატრონები” არ მყავდა და შემეძლო ჩემი ქვეყანა მყვარებოდა? თუ ესაა მიზეზი – ოკ
რეზოლუცია რომ უხარიათ აი ის “ქართველი” ხალხი “მიყვარს” და ის ვერ გავიგე – ჯერ კანონით არ გვაქვს უფლება გავასაჯაროვოთო აცხადებდნენ და მერე კონკრეტული გვარები დაასახელე, ჩამოყალიბდეს, იქნებ, ვინმე, სად რა კანონი მოქმედებს.
და ჩემი საყვარელი მომენტი: გათავისუფლდეს სააკაშვილი (ჰუმანიტარული მიზნებისთვის), არადა კაცმა მიიწერა – კარგად ვარო!)
მეასედ წააგებდა სტრასბურგს? იცოდა და “ვივამედი” – სასწაულმოქმედები რომ ხართ – ესეც ცნობილია
და მეორე საყვარელი მომენტი – ბალტიისპირეთი როგორ აქტიურობს ამ რეზოლუციებზე – რატომ? კალინინგრადი ზედმეტად ახლოა? რა ელემენტარული განსჯის უნარი სჭირდება რაღაცეებს.”- წერს თამარ ტყეშელაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია გართულებულია და აქტიური მუშაობაა დაწყებული ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან“

პატრონებმა სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაცმოძრაობის“ უკანა პლანზე გადაწევა და სააკაშვილისა და გვარამიას ნაცვლად, ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება