ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა განაცხადა, რომ ირანზე ისრაელის საპასუხო იერიში “სასიკვდილო, ზუსტი და გამორჩეულად საკვირველი იქნება”.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) 9900-ე სადაზვერვო დანაყოფთან ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლაზე გალანთმა ისრაელის საპასუხო დარტყმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ირანი “ვერ გაიგებს რა დაემართა, ან როგორ”.
მისი თქმით, წინა კვირას ირანის მხრიდან ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა “აგრესიული იყო, მაგრამ – წარუმატებელი, რადგან ისინი არაზუსტები იყვნენ”.