კობახიძე: ხალხს არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში, ბილბორდებმა გააშიშვლა სიმართლე

პრემიერმინისტრი ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბილბორდებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლზე ამბობს, რომ მათი მეშვეობით ში მიმდინარე მოვლენები “გააშიშვლეს”, რადგან, კობახიძის აზრით, საზოგადოებას ომზე სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა.

“კონკრეტული სუბიექტები წუხან ამ ბილბორდების გამო და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო, ერთი რამის გამო, ისინი 2.5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ ის, თუ რა ხდებოდა უკრაინაში და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული კატასტროფა – ეკონომიკის კუთხით, ინფრასტრუქტურის კუთხით, ჰუმანიტარული კუთხით და ა.შ. 2.5 წელიწადის განმავლობაში ისე წარმოაჩენდნენ მოვლენებს, რომ ჩვენ უნდა შეგვშურებოდა უკრაინის. რეალურად ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა ის ტყუილი, რაშიც ცდილობდნენ რომ დაეტოვებინათ ქართული საზოგადოება…

რეალურად საზოგადოებას არ ჰქონდა სრული და სათანადო ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომელიც ცდილობდნენ, რომ უკრაინაში არსებული მდგომარეობა სასურველად წარმოეჩინათ ქართული საზოგადოებისთვის…”, – თქვა მ იმედი LIVE-ის ეთერში.
***
ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი – წარწერით “არა ომს”, შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით – “აირჩია მშვიდობა”. ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.
რაც შეეხება ვიდეორგოლს – ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.