ბექა კობახიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, და ამას ნახევარი წელია ვამბობ, ახლა მთავარი იერიში არის გახარიას პარტიაზე

“როგორც მოსალოდნელი იყო, და ამას ნახევარი წელია ვამბობ, ახლა მთავარი იერიში არის გახარიას პარტიაზე.
ელემენტარული არითმეტიკით ხელმძღვანელობენ. არჩევნებს აგებს ხელისუფლება და მათთვის მოგების შანსი გამოიყურება შემდეგნაირად: ზარებით, მიგზავნებით, დაშინებით უნდა დაწიონ აქტივობა; მცირე-მცირე გაყალბებებით თვითონ მოიმატონ პროცენტები; გახარია უნდა ჩატოვონ და გასულ სამ ოპოზიციურ პარტიას ეგება როგორმე გაუსწრონ.
არჩევნებამდე დარჩა ორი კვირა, ვითარება ძალიან მყიფეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჩვენ ორი რამ უნდა გვესმოდეს და ვაკეთოთ:
1. ზემოხსენებული სამი მიზნის მიღწევაში შევუშალოთ ხელი;
2. 20 ოქტომბერს, აქციაზე, მთელი საქართველოდან უნდა შევიკრიბოთ იმდენი, რამდენიც ჯერ არასდროს ვყოფილვართ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა ჰაერში გამარჯვების სუნი დატრიალდეს ჩვენთვისაც, ჯერ კიდევ მერყევებისთვისაც და ქოცებმაც დაიწყონ ფიქრი თუ როგორ გადიან ამ თამაშიდან,” – წერს სოციალურ ქსელში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა .

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ