ქართულმა დიასპორამ ალიკანტეში რთველის დღესასწაული და თბილისობა აღნიშნა

ალიკანტეში არსებულმა ქართულმა დიასპორამ რთველის დღესასწაული და დედაქალაქობა – თბილისობა აღნიშნა.
„შემოდგომა საქართველოში ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტრადიციის, რთველის დღესასწაულთან ასოცირდება. ღვინის დაყენების პროცესი, დაწურვა, თათარა, ჩურჩხელების ამოვლება და ქართული სუფრა ერთიანი ძალებით და ძველი ტრადიციების გამოყენებით ტარდება.
და აქ, ძალიან შორს, ალიკანტეში არსებულმა ქართულმა დიასპორამ რთველის დღესასწაული და დედაქალაქობა – თბილისობა აღნიშნა.
ამ კეთილ და საჭირო ღონისძიებას,რომელიც ჩვენი შვილებისთვის პატარა სამშობლოს წარმოადგენს შორეულ ესპანეთში, ჩვენი იდენტობისა და ფესვების შენარჩუნებისთვის შრომა და ღვაწლი ჰქვია.
მადლობას ვუხდით ჩვენს მასპინძელს ზებურ ანთაძეს შესანიშნავი მასპინძლობისთვის.
ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ და ყველა დაბრკოლებას ღირსეულად გადავლახავთ“ – ნათქვამია ალიკანტეს ქართული სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.