დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან დებატებზე უარი განაცხადა

„რესპუბლიკური“ პარტიიდან -ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მის ოპონენტ კამალა ჰარისთან დებატების შესახებ ტელეარხ Fox News-ის წინადადება  უარყო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, დებატები Fox News-ის ეთერში 24 ან 27 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.

„განმეორებითი რემატჩი არ იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა Truth Social პლატფორმაზე.

ტრამპმა და ჰარისმა პირველი დებატები 10 სექტემბერს გამართეს.