იოავ გალანტი – ირანზე ისრაელის დარტყმა ზუსტი და ლეტალური იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ს საბოლოო სამხედრო პასუხი ირანზე „ლეტალური, ზუსტი და განსაკუთრებით გასაკვირი იქნება“.
„ისინი ვერ გაიგებენ, რა მოხდა და როგორ. სარდლობის მთელი ჯაჭვია და ორიენტირებულია ამ საკითხზე“, – აღნიშნა გალანტმა.
მისივე თქმით, ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ 1-ელი ოქტომბერს განხორციელებული აგრესიული თავდასხმა ჩაიშალა, რადგან ის არაზუსტი იყო.
გალანტის მტკიცებით, ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის საჰაერო ძალებს დანაკარგები არ განუცდიათ და არც ჯარისკაცები ან მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულან.