უკრაინამ რუსეთში დრონებით შეუტია სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით ს ტერიტორიაზე შეუტია სავარაუდოდ, კიდევ ერთ სამხედრო ობიექტს.
დღეს, 10 ოქტომბერს დილიდან სოციალური ქსელებით ვრცელდება არაერთი ვიდეო და ცნობები, რომ დრონებით დარტყმა იყო ადიღეს რესპუბლიკის დაასახლებულ პუნქტ ხანსკაიასთან მდებარე სამხედრო აეროდრომზე. ერთ-ერთი წყარო, რომელიც აეროდრომზე შეტევის შესახებ წერს, ტელეგრამ-არხი ASTRA-ა.
სამხედრო აეროდრომი ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპიდან ექვს კილომეტრში მდებარეობს. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით დარტყმის შესახებ არაფერს იუწყება. ამ ობიექტზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს საც.
9 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყეს კრასნოდარის მხარის ეისკის რაიონში მდებარე ბაზას, სადაც დრონები ინახებოდა, ხოლო ბრიანსკის ოლქში – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 67-ე არსენალს, სადაც ინახებოდა სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების საბრძოლო მასალები, მათ შორის ჩრდილოკორეული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ობიექტებზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები