“ძალიან ვღელავთ, აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს] – სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, დაფნა რენდმა განაცხადა, რომ -ის მთავრობა და კონგრესი უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოს. ამის შესახებ მან “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა” (IRI) და “ატლანტიკური საბჭოს” მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.
სიტყვით გამოსვლისას, დაფნა რენდიმ ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია მხარეებს შორის.
“მინდა ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, რადგან ჩვენთვის, აშშ-ის მთავრობისთვის ძალიან საგანგაშოა. “ქართული ოცნების” მიერ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, 26 ოქტომბერს სახეზეა ძალიან კონკურენტული , ამასთან ვხედავთ, რომ ძალიან ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ პარტიას [“ქართულ ოცნებას”], რომელმაც გადააკოპირა ის, რაც რუსეთმა სახლში გააკეთა, მაგალითად, “აგენტების კანონის” მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას მმართველ პარტიაზე, კრიტიკას, ახალი იდეების შეთავაზებას. […]
ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ არჩევნების გამო, რადგან იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია. პრობლემა არ არის თუ “ქართული ოცნება” სამართლიანად გაიმარჯვებს, პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხის სურვილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს”, – თქვა მან.
დაფნა რენდის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირთან დაახლოვება და რეფორმების პროცესის გავლა, რასაც ბლოკში გაწევრიანება მოიაზრებს. მისივე შეფასებით, ამ სივრცის შეზღუდვა და რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ხელისუფლება და ხალხი უკან, თავის ორბიტაში ჩაითრიოს, “რაც უბრალოდ მიუღებელია”.
“ვფიქრობ ყველა მიხვდით, რომ ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება [საქართველოს არჩევნებს], ისევე, როგორც აშშ-ის კონგრესი”, – განაცხადა რენდიმ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების ბლოკებად გაერთიანება აკრძალულია, ერთადერთი გზა არჩევნებში მათი ერთად მონაწილეობისთვის არის საერთო საარჩევნო სიის შექმნა. საარჩევნო სიაში შეიძლება აღმოჩნდეს მხოლოდ არჩევნებში მონაწილე პარტიის წევრი ანდა უპარტიო პოლიტიკოსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე