მიხეილ აშვეთიამ “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იტყობინება:
“მიხეილ აშვეთიამ “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდიდან წავიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ვასილ გიგიაძე. მადლობას ვუხდით მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ კარიერაში.
მიხეილ აშვეთია “სამგურალში” 2021 წლიდან მუშაობდა. იყო “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, სპორტული დირექტორი და მთავარი მწვრთნელი. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”.