გარდაიცვალა ბერძენი ფეხბურთელი – მან ბოლოს ნაკრებში თბილისში ითამაშა

ბოლდოკი ინგლისში დაიბადა, ასპარეზობდა “მილტონში”, “ნორტჰემპტონში”, “ტამუორტში”, “ოქსფორდში”, “შეფილდ იუნაიტედში” და ისლანდიის “ვესტმანაიერში”. ის ხუთი თვის წინ გადავიდა “პანათინაიკოსში”.
ბოლდოკს საბერძნეთის ნაკრებში 12 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული – ბოლოს თბილისში ამა წლის 26 მარტს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა.