ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება

ოპოზიციის ყველა ნაბიჯი, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება
ოპოზიციის საქმეა – ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ქუჩაში დარჩება, თუ პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო ს შემდეგ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ყველა ნაბიჯი საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ხელისუფლებას დაეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
„ამ შემთხვევაში ოპოზიციას, განსხვავებით 4 წლის წინანდელი პერიოდისგან, არაფრის რესურსი არ აქვს. რომც არ შემოვიდნენ პარლამენტში, არაფერი მოხდება, ეს არის ოპოზიციის საქმე, უნდა ქუჩაში დარჩება, უნდა პარლამენტში შემოვა, არავითარი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თუნდაც იგივე გაიმეორონ, რაც მოახერხეს 4 წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, რეალურად, ასეთი პროცესებით ისინი დაგვეხმარებიან იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება. მათი ყველა ნაბიჯი ამ მიმართულებით, საბოტაჟისა და რევოლუციური პროცესების მიმართულებით, იქნება მორიგი შეცდომა, რომელიც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება იმ ამოცანის შესრულებაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთხელ და სამუდამოდ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ეს არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ მოვახერხოთ დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, დერადიკალიზაცია ამ პოლიტიკური სისტემის და ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი, დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ გლობალურ ომის პარტიას აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი, აქედან გამომდინარე, აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

როდესაც სააკაშვილისგან მივიწყებული, ქართველი ოფიცრები, რუსეთის ციხეებში იხდიდნენ სასჯელს, ერთხელაც არ გახსენებიათ მოღალატე და გამყიდველ ყოფილი ხელისუფლების მესვეურებს და მათ საერთაშორისო ლობისტებს