ევროკავშირის ელჩებმა შეათანხმეს უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს სესხის გამოყოფა

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით. ამის შესახებ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ევროპულ საქმეთა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა სოციალურ ქსელ X-ში.
„ფინანსური დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის იმ გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას, რომლებიც გაიზარდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერების გამო“, – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
იოზვიაკის თქმით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო რუსული აქტივების მიმართ სანქციების გახანგრძლივების საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მანამდე უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა მიჰალი ვარგამ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის სანქციების ცვლილებას გაყინული რუსული აქტივების მიმართ, რაც შესაძლებელს გახდიდა უკრაინისთვის სესხის გაცემას. მისი თქმით, ბუდაპეშტს სურს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე დაელოდოს -ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
უკრაინისთვის „დიდი შვიდეულის“ ვალდებულებების ფარგლებში 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ 2024 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ თანხის დახარჯვა იგეგმება ენერგეტიკაზე, ბომბსაფრებზე და ნაწილობრივ იარაღზე, ასევე საჰაერო თავდაცვაზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები