BAG-ის ინდექსის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით საინვესტიციო პროგნოზები გაუარესებულია.
დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის საინვესტიციო გეგმის შესაფასებლად 2024 წლის I კვარტალში ჩატარდა ინვესტიციების კვლევა, ხოლო 2024 წლის III კვარტალში მოხდა ამ პროგნოზის განახლება.
2024 წლის III კვარტალში გამოკითხული კომპანიების 58%-მა განაცხადა, რომ 2024 წელს, 2023
წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება. ამავდროულად, გამოკითხული კომპანიების 35% ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციებში
ცვლილებას არ მოელის, ხოლო 7% მოელის ინვესტიციების კლებას.
აღსანიშნავია,რომ 2024წლის III კვარტალში,2024 წლის I კვარტალთან შედარებით, გაუარესებულია
საინვესტიციო პროგნოზები 2024 წლისთვის. კერძოდ, ნაცვლად კომპანიების 65%-ისა, რომლებიც
გეგმავდა ინვესტიციების ზრდას 2024-ში, ახლა მხოლოდ 58% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას.
სექტორების მიხედვით, ინვესტიციების პროგნოზი ყველაზე მეტად (33 პროცენტული პუნქტით)
მშენებლობის სექტორში შემცირდა, კერძოდ, 2024 წლის I კვარტალში კომპანიათა 90% თვლიდა,
რომ 2024-ში გაიზრდებოდა მათი ინვესტიციები, ხოლო III კვარტალში მხოლოდ 57%.
სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2024 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით ვაჭრობის სექტორში ფიქსირდება. ვაჭრობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 63% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას. მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში
იგივე მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 58%-ს აქვს, ხოლო მშენებლობის სექტორებში 57%-ს.
2024 წელს ინვესტიციების ზრდასთან დაკავშირებით, დადებითი პროგნოზები უფრო მეტად დაფიქსირდა აღჭურვილობის მიმართულებით, ხოლო შედარებით ნაკლები პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებისა და შენობა-ნაგებობების მიმართულებით. გამოკითხულთა 58% მოელის,
რომ 2024 წელს მათი ინვესტიციები გაიზრდება აღჭურვილობის მიმართულებით. მსგავსი მოლოდინიპროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების მიმართულებით 54%-ს აქვს, ხოლო გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები გაიზრდება შენობა-ნაგებობებში.
აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, აღჭურვილობის მიმართულებით ყველაზე დადებითი
პროგნოზი ფიქსირდება მრეწველობის სექტორში. კერძოდ, მრეწველობის სექტორში გამოკითხულ
კომპანიათა 75% აპირებს გაზარდოს ინვესტიციები აღნიშნული მიმართულებით. რაც შეეხება
პროგრამულუზრუნველყოფას/მონაცემთა ბაზებს, ამ მიმართულებით ყველაზე დადებითი მოლოდინი
მომსახურების სექტორში ფიქსირდება, სადაც გამოკითხულთა 67% მოელის ინვესტიციების ზრდას.
სექტორებს შორის, მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში ფიქსირდება ყველაზე პოზიტიური
მოლოდინი შენობა-ნაგებობებში ინვესტიციების ზრდის მიმართულებით (50%).
ინფორმაციისთვის, ინვესტიციების კვლევის ფარგლებში, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ, პიემსი კვლევითი ცენტრი აგროვებს მონაცემებს ინვესტიციების ტენდენციების შესახებ. აღნიშნული კვლევისთვის გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად (როგორც, BAG ბიზნეს კლიმატის შემთხვევაში):
ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2024 წლის მესამე კვარტალში ჩატარებულმა კვლევამ შეაჯამა BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ 2023 წელს
განხორციელებული ინვესტიციები და მათი გეგმები 2024 წლისთვის.